“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაუშვებელია”- ლავროვი

„ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“ –  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„ჩვენს ტერიტორიას არავისთან განვიხილავთ. ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ახლა რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ არ ვსაუბრობთ“ – ამბობს ლავროვი.

ლავროვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის გეგმების შესახებ მსჯელობა რთულია.

„ჩვენ სიტუაციის რეალობის საფუძველზე მოგვარებისთვის მზად ვართ. ადგილზე შექმნილი რეალობის, რუსეთის კონსტიტუციაში არსებული რეალობის მიხედვით, სადაც გარკვევით წერია, რომ ყირიმის გარდა, ახლა ჩვენ ოთხი ახალი ფედერალური სუბიექტი გვაქვს“- აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაუშვებელია.

 

მსგავსი თემები