გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ტაქსის მძოლი ემსხვერპლა-დაშავებულია მგზავრი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულია ერთი მგზავრი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები