მამარდაშვილი „ლივერპულის“ ლოგოთი პირველად გამოჩნდა

„ლივერპული“ და „ვალენსია“ ჯერ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ტრანსფერს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა უკვე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მეკარის ფორმას ინგლისური გრანდის ლოგო აქვს.

„სიახლე – გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფერებში პირველად გამოჩნდა“, – სოციალურ ქსელში პოსტს გამოცემა Tribuna deportiva-ს ჟურნალისტი სალვა გომესი აქვეყნებს.

გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ „ლივერპულის“ წარმომადგენლის და საკუთარი აგენტის, ლევან სეთურიძის მეთვალყურეობით გაიარა, ხოლო კონტრაქტი „ლივერპულთან“ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

თუმცა, ცნობილია, რომ „ლივერპული“ და „ვალენსია“ ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და საკითხი დახურულია, ფაბრიციო რომანოს თქმით კი, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. გარიგება 35 მილიონი ევროს საფასურად შედგა.

მსგავსი თემები