ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა

სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები