დმიტრო კულება უკრაინის მოკავშირეებს ოკუპანტის იერიშების მოგერიებაში დახმარებას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის მოკავშირეებს ოკუპანტის იერიშების მოგერიებაში დახმარებას სთხოვს და დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს.

მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და ომის დასასრულებლად, დასავლელმა პარტნიორებმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ: მისცენ კიევს დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვა და უკრაინის მეზობელმა ქვეყნებმა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მათი საზღვრის სიახლოვეს გაანადგურონ რუსული რაკეტები და დრონები.

მსგავსი თემები