ისლანდიაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ტურისტი დაიღუპა

BBC-ს ცნობით, ისლანდიაში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული უცხოელი ტურისტებიდან ერთ-ერთი დაიღუპა. მეორე დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ინციდენტის დროს გაუჩინარებულ კიდევ 2 ტურისტს.

ინციდენტი მყინვარ ბრეიდამერკურიოკულზე მოხდა, სადაც ტურისტების 25-კაციანი ჯგუფი გიდთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ყინულის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა, 2 კი გაუჩინარდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მყინვარზე ექსკურსიები პოპულარული აქტივობაა და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბრეიდამერკურიოკულზე გასვლა სახიფათო იყო.

მსგავსი თემები