გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის, თემურ  ზავრაშვილის ცნობით, დაავადება ერთ-ერთ ოჯახთან მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა, ამის შემდეგ კი თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.

,,უკვე 20 დღეა თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილები ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ”, – განაცხადა ზავრაშვილმა.

 

მსგავსი თემები