კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა (video)

იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.

მსგავსი თემები