რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც სტიქიის გამო გზა გადაკეტილი იყო,მოზრაობა აღდგა

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენი ავრცელებს.

„რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო. კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები