თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა-მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თუშეთში სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ დართლოსთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  “ჯიპის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

მანქანაში მყოფი სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.

მსგავსი თემები