ადგილობრივები იმუქრებიან, რომ აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს. ისინი 165 დღეა ადგილობრივი მაღაროების მუშაობის გაჩერებას და კომპანიის მხრიდან კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.

ადგილობრივებმა დღეს, აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ და საჩხერეში მსვლელობით გადაინაცვლებენ. მათი თქმით, ისინი ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.

მსგავსი თემები