დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

1995 წლის 17 სექტემბერს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში მოაწერეს ხელი, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.

მსგავსი თემები