ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა-დაღუპულია 27 ადამიანი

Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა.  დაღუპული 27 და  დაშავებულია 16 ადამიანი. ნეპალის პოლიციის სპიკერის, შაილენდრა თაფას განცხადებით, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაჰყავდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მდინარიდან 22 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული. ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები