ნიკოლოზ მაისურაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალში მან უკრაინელი კოსტიუკი 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ რეიზა აფშარს დაუპირისპირდება.

გიგია ლუქუნიძე (110 კგ) ნახევარფინალში ამერიკელ ფალავანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდებიან.

მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი ხვალ, 24 აგვისტოს გაიმართება.

 

მსგავსი თემები