აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჩინეთში ჩავა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს ჩინეთში ჩავა. სალივანი პეკინში ვიზიტისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალივანი უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე, ასევე ტაივანის სრუტეში არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

როგორც ამერიკული მედია წერს, ჯეიკ სალივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ისაუბრებენ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინის პოტენციურ შეხვედრაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.

 

მსგავსი თემები