ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსის მიშენება ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრებლები, რომელთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი თემები