კურსკის ოლქი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ჯარის შესვლის შემდეგ რეგიონი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსული მედიის მტკიცებით, ამის შესახებ ცნობილი კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსეი სმირნოვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი.

პუტინთან თათბირი ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმაც ჩაატარა, რომლის მტკიცებითაც, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წუხელ ოლქში შეღწევის მცდელობა ჰქონდათ.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით კი, რეგიონში სიტუაცია გართულებულია. გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს გამუდმებით ბომბავენ.

მსგავსი თემები