დაკავებულია 38 წლის კაცი, რომელმაც დედა მოკლა, დაანაწევრა და ტყეში გადამალა

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად აღმოაჩინეს ქალის დანაწევრებული გვამი. Mash on the Moika-ს ცნობით, ბოროტმოქმედი გარდაცვლილის 38 წლის ვაჟი, ნიკოლაი აღმოჩნდა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა მოკლა 66 წლის დედა, რომელთანაც ცხოვრობდა. გარდაცვლილ ქალს სავარაუდოდ სიკვდილამდე თავში ჩაარტყეს. დანაშაულის დასაფარად ვაჟმა ცხედარი აბაზანაში დაანაწევრა და შავ პლასტმასის ჩანთებში ჩაალაგა. მან თავი და სხეული მინდორში გადაიტანა, სადაც გამვლელებმა აღმოაჩინეს.

მკვლელმა კიდურების თავიდან მოშორება ვერ მოასწრო: ის სადარბაზოდან გასვლისას დაიჭირეს. სხეულის ნაწილებით სავსე ჩანთები ეჭირა, რომელთა დამალვა ჯერ ვერ მოასწრო.

ნიკოლაი რეგისტრირებულია ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობის მოტივების შესახებ კითხვაზე, მამაკაცმა მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა. მისი აზრით, დედას ძმა უფრო უყვარდა და მეტ ყურადღებას აქცევდა.

მსგავსი თემები