პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

რამდენიმე პატიმარმა რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში მდებარე N19 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტი მოაწყო და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანა.

რუსული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა მძევლები მაშინ აიყვანეს, როცა ციხეში დისციპლინარული კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, რამდენიმე კი დაჭრილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

მკაცრი რეჟიმის კოლონია N19 ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მდებარეობს. ის 1 200-ზე მეტ პატიმარზეა გათვლილი.

მსგავსი თემები