კრასნოდარის მხარეში, უკრაინის დარტყმის შედეგად საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ „კავკაზში“ უკრაინის დარტყმის შედეგად საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამასთან, მანამდე რუსეთის საგანგებო სამსახურებში მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმის დროს ბორანზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანზე საწვავის 30 ავზი იყო. იერიშის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ თავად პორტის ტერიტორიაზე ცეცხლის კერა არ არის.

 

 

 

მსგავსი თემები