კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა

ტაილანდში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჭაობში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რეგიონში მიფრინავდა, რომელიც თავისი პლაჟებით არის ცნობილი.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აფეთქების ხმა გაიგეს.

ამ დროისთვის, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ეძებენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ტყეში გაფანტული პირადი ნივთები ჩანს.

მსგავსი თემები