ზელენსკის თქმით, უკრაინამ კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

მისი თქმით, მას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სუმის ოლქში გამართული თათბირის დროს უთხრა.

„მთავარსარდალმა სირსკიმ ყველა რაიონში მიმდინარე აქტიური მოქმედებების შესახებ მიამბო, კერძოდ, ფრონტის ყველაზე რთულ მიმართულებებზე. მან მიამბო ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაინში უკრაინის კონტროლს ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა“, – თქვა მან.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა კურსკის ოლქში შევიდა, მოსაზღვრე სუმის ოლქზე რუსეთის მხრიდან თავდასხმები შემცირდა.

მსგავსი თემები