„ვიცი, ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე“ – ლექსი, რომელიც მამა თეიმურაზმა მეუღლეს დაუწერა

მამა თეიმურაზმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეუღლეს ლექსი დაუწერა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მჟავანაძე წერს.

„ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზედა გაციებულ შუბლზე კოცნა გეუცხოება.

ერთადერთ წამად ჩაიქროლებს თვალთა წინაშემარტოდენ ცრემლში დატეული მთელი ცხოვრება.

სულს აატირებს მკლავმოკვეთილ დედის წუხილი,გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი საფეთქელს.

და როგორც მარტი ზამთრის დღეთა გამოძახილიეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით იფეთქებს.

გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც, ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც საერთოს.

სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც,

ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს.

უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ!“,- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მსგავსი თემები