აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა

,,აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში განაცხადა.

ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ” ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს BRICS-ში გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობას.

BRICS ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა.

მსგავსი თემები