,,რუსეთმა კურსკის რაიონში 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა და ეს მაჩვენებელი იზრდება”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას.
მისი თქმით, კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს იყო – მტრის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა ,,პირველ რიგში ეს ეხება პოკროვსკის და კურახივის მიმართულებებს” – ამბობს სირსკი.
მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა 594 რუსი სამხედრო და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1294 კვადრატულ კილომეტრს.
„დღეისთვის ჩვენ ავიღეთ კონტროლი 1294 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე – ეს არის 100 დასახლება. ასევე, მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეს ამ მიმართულებით ტყვედ გვყავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე“, – ამბობს სირსკი.