გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე IRIS-T ტიპის ოთხ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდის

გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა წლის ბოლომდე უკრაინას IRIS-T ტიპის ოთხი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდოს.

„გერმანია აბსოლუტურად ერთგული რჩება, ოლაფ შოლცი სიტყვას იძლევა, რომ უკრაინის მხარდაჭერა იმდენხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, არავის, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – თქვა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ვოლფგანგ ბიუხნერმა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის Gepard-ის ტიპის 10 საზენიტო დანადგარს, 16 თვითმავალ ჰაუბიცას, Leopard-ის ტიპის 10 საბრძოლო ტანკს, საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს და აგრეთვე რამდენიმე ათასს საარტილერიო და ტანკისთვის განკუთვნილ ჭურვებს.

 

 

მსგავსი თემები