მსახიობი მაიკლ მედსენი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ამერიკელი მსახიობის, მაიკლ მედსენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. BBC-ის ცნობით, 66 წლის მსახიობი საკუთარ სახლში ცოლთან უთანხმოების შემდეგ დააკავეს. დეანა მედსენმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ქმარმა ის სახლიდან გააგდო. მსახიობი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ეს იყო უთანხმოება მაიკლსა და მის ცოლს შორის, რომელიც, იმედია მალევე დადებითად გადაწყდება“, – განუცხადა მსახიობის წარმომადგენელმა მედიას. თვითონ მედსნეს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მაიკლ მედსენი ცნობილია კვენტინ ტარანტინოს ფილმებში შესრულებული. კერძოდ, მან ითამაშა სურათებში: „ცოფიანი ძაღლები“, „მოკალი ბილი“, „საძულველი რვიანი“, „ერთხელ ჰოლივუდში“. მაიკლის და დეანას ქორწინება უკვე 28 წელია გრძელდება. წყვილს სამი ვაჟი გაუჩნდა. 2022 წელს ერთ-ერთმა თავი მოიკლა.

მსგავსი თემები