VIDEO: კადრები თურქეთიდან, სადაც წლის პირველი ლურჯი სუპერმთვარე გამოჩნდა

ბოსფორის სრუტის თავზე, წლის პირველი ლურჯი სუპერმთვარე ამოდის. მისი ნახვა სტამბოლისა და ბოსფორის ხიდის თავზე იქნება შესაძლებელი. ლურჯი სუპერმთვარე იშვიათი მოვლენაა და ვარსკვლავების მოყვარულებს მისი ხილვა დღეს საღამოს და ხვალ დილით შეეძლებათ.

ამ დროს მთვარე ბევრად უფრო დიდი ზომის ჩანს. ამის მიზეზი ის არის, რომ მთვარე დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს, რომელიც მთლიანად წრიული არ არის. მის ორბიტაზე არის ერთი წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან და ასევე, ერთი წერტილი, რომელიც ყველაზე შორს არის მისგან.

როგორც წესი, მთვარე დედამიწიდან დაახლოებით 384,000 კმ-ით არის დაშორებული, მაგრამ ორშაბათს საღამოს ის დედამიწიდან მხოლოდ 23,000 კმ-ით იქნება დაშორებული, რაც მთვარის უფრო დიდი ზომით ხილვის საშუალებას იძლევა.

მსგავსი თემები