“რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია”- ტრამპი

“რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი” – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ტრამპი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს მაგრამ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვითარება უფრო გაუარესდება.

“გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ, კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება, რასაც აქამდე არასდროს უმუშავია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის ჩვენი ქვეყნის ისედაც დანგრეული ეკონომიკის განადგურებას აპირებს” – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები