აზერბაიჯანს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.

„ბრიქსში“ გაწევრიანების მსურველთა დიდი რიგია. აზერბაიჯანმა ასეთი სურვილი მართლაც გამოთქვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ ესეც პროცესი და სამუშაო საკითხია“ – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა კითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა ბაქოს ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად წარდგენილი განცხადება.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს.

მსგავსი თემები