რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქზე მასშტაბური შეტევა დაიწყო

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები ქალაქის გარეუბნებში შევიდნენ. რუსული მედია, წერს რომ ქალაქზე შეტევა სამი მიმართულებიდან მიმდინარეობს.

დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი ტორეცკის მიმართულებით ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდა.

ქალაქი ტორეცკი დონეცკის ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

 

მსგავსი თემები