“სასწრაფო დახმარება მობილიზებულია”- ევოლუშენ ჯორჯიასთან” მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება

ევოლუშენ ჯორჯიასთან” მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება, რამდენიმეს დღეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. მიუხედავად ამისა ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. “ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლებმა დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს.

“დღითიდღე უფრო ვსწორდებით. კილოგრამებშიც გვეტყობა ეს და ანალიზებშიც, მაგრამ ბოლომდე ასეთ რეჟიმში ვაპირებთ გაგრძელებას. სასწრაფო დახმარება მობილიზებულია და ადგილზე გვეხმარება იმ დროს, როცა შაქრის დონე ვარდება და გვქონდა ასეთი ბევრი შემთხვევა. პარლამენტის მხრიდან იყო პასუხი, მათ გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი მოთხოვნა და მოუწოდეს დროული რეაგირებისკენ, რათა გამოყონ მედიატორი დავის მოსაგვარაბლად. ერთადერთი ეს გამოხმაურეა იყო, სხვა არცერთი უწყებიდან არ ყოფილა გამოხმაურება” – ამბობს მოშიმშილე თანამშრომელი.

შეკრებილები აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას შრომის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ისინი მეხუთე დღეა შიმშილობენ.

მსგავსი თემები