უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სოფელ შინდისში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. გაგნიძე 47 წლის იყო და ის უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძოდა. ქართველი მებრძოლი ლუგანსკის მისადგომებთან დაიღუპა, ის საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა.

„დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე წავიდა რაღაც 1 თვის დაწყებული იყო. 22- ში ხომ დაიწყო ეს წავიდა, 23 მარტს, იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა. იბრძოდა გმირულად, კაცურად. განადგურებული ვარ, ყველა მშობელს ვუსამძიმრებ, ვისი შვილებიც ამ საქმეს შეეწირნენ. გინდა ცხინვალის მისადგომებთან, გინდა აფხაზეთის მისადგომებთან, თუნდაც უკრაინაში დაღუპულების მშობლებს, ყველას ვუსამძიმრებ”- ამბობს დაღუპულის მამა.

 

მსგავსი თემები