ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეწყალებულებს შორის 14 ქალი და 16 კაცია. მათგან ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არის რამდენიმე პენსიონერი. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ვალდებულება აიღო, კანონმორჩილი ცხოვრების წესით იცხოვროს.

შეწყალებას გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია. მისი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე ბელარუსში ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება.

მსგავსი თემები