ექიმის გაუპატიურებასა და მკვლელობას ინდოეთში მედიკოსების მასობრივი პროტესტი მოჰყვა

ინდოეთში ექიმის გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. მოსალოდნელია, რომ გაფიცვას ერთ მილიონზე მეტი ექიმი შეუერთდება, რაც ინდოეთში სამედიცინო მომსახურების პარალიზებას გამოიწვევს.

ეს ექიმების ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა ინდოეთში.

31 წლის სტაჟიორი ექიმი ქალი გასულ კვირას ქალაქ კოლკატას სამედიცინო კოლეჯში გააუპატიურეს და მოკლეს, რამაც მედიკოსების მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

 

 

 

მსგავსი თემები