რუსეთის ძალებმა სუმიში საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში, საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.  სუმიზე სარაკეტო იერიში დაახლოებით დილის ექვს საათზე მიიტანეს.

„ისკანდერის“ ტიპის რაკეტა ავტოსადგომზე ჩამოვარდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრის შენობა, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი და 15-ზე მეტი ავტომობილი.

მსგავსი თემები