თურქეთის პარლამენტში ჩხუბის დროს ორი დეპუტატი დაშავდა

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ჯან ატალაის საკითხის განხილვა თურქეთის პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირება მოჰყვა. მემარცხენე „თურქეთის მუშათა პარტიის“ წევრმა, აჰმეტ სიკმა პატიმრობაში მყოფი თანაპარტიელი ჯან ატალაი თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ წევრების თავდასხმებისგან დაიცვა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

„არ არის გასაკვირი, რომ ატალაის ტერორისტს ეძახით. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტერორისტები იმ სკამებზე მსხდომნი არიან“, – განაცხადა აჰმაეტ სიკმა და მმართველი პარტიის წევრებისკენ მიუთითა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატების აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც აჰმეტ სიკს რამდენჯერმე დაარტყეს მუშტი. ჩხუბის დროს, სულ მცირე, ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დაშავდა.

მსგავსი თემები