ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ხუთი ადამიანი. ლიბანური მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ ნაბათიაში საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობი იყო.

ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ლიბანის ორ სოფელში მდებარე შენობებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებდა.

მსგავსი თემები