,,ომი ბრუნდება სახლში” – ლატვიის თავდაცვის მინისტრი კურსკზე

,,ომი ბრუნდება სახლში”, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა განაცხადა და რუსულ მიწაზე უკრაინელების ბრძოლას გამოეხმაურა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას კურსკის რეგიონში, ლეგიტიმურ ქმედებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს უკრაინის თავისუფლებასა და მთლიანობას ემსახურება.

მან აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე აბსოლუტური დარტყმის უფლება აქვს. მისი აზრით, ომის რუსეთის ტერიტორიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.

,,ადრე თუ გვიან, მოკავშირეების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში”, – თქვა სპრუდსმა.

მსგავსი თემები