ისრაელისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს.

იოავ გალანტმა ხაზი გაუსვა მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ისრელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმების მიღწევა როგორც მორალური, ასევე სტრატეგიული იმპერატივია.

მხარეებმა ასევე განიხილეს ირანისა და მისი მარიონეტების მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ მიმდინარე კოორდინაცია.

მსგავსი თემები