მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ის დღეს უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა გააცილეს.

34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

მსგავსი თემები