შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო. კვლევებით განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

მსგავსი თემები