,,უკრაინის შესვლა კურსკში პუტინის დამცირებაა” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

,,უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქში წარმოებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა”, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასჩუნასიმ.

მისი თქმით, უკრაინამ კურსკში წარმატებული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და მოკლე ხანში შთამბეჭდავი რაოდენობის დასახლებული პუნქტები აიღო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი ამ ოპერაციით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით წარდგება.

მსგავსი თემები