სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა.

,,სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მსგავსი თემები