,,საქართველოში დადგა სიმართლის ტრიუმფი” – თიკა კანდელაკი

,,საქართველოში დადგა სიმართლის ტრიუმფი”, – წერს თინა კანდელაკი, ,,ქართული ოცნების” განცხადებების საპასუხოდ. ,,ოცნებამ” 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის გამოძიება დააანონსა. აგვისტოს ომის დამკვეთად გლობალური ომის პარტია, დაკვეთის შემსრულებლებად კი პოლიტიკური ოპონენტები დაასახელა.

,,ხალხი მზად არის დაელოდოს სიმართლეს წლების განმავლობაში და ათწლეულების განმავლობაშიც კი. მის მისაღწევად ადამიანები მსხვერპლზე მიდიან, იტანჯებიან და კვდებიან. ყველაზე ცუდი ისაა, თუ ძალაუფლებასა და „კეთილ“ ზრახვებს ამოფარებულები სიმართლეს ზემოდან ამახინჯებენ, თუ სიცრუის წყარო და მეურვე უღირსი, უსინდისო მმართველია. მაშინ სიმართლის პოვნის ფასი ასტრონომიული ხდება. დღეს საქართველოში სიმართლის ტრიუმფი, რომლისთვისაც ყველამ დიდი ფასი გადავიხადეთ, საბოლოოდ დადგა”, – წერს კანდელაკი.

მსგავსი თემები