საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ბილეთები, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისში გაიმართება, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები