საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული

ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, ზღვისპირა ქალაქი, ნეა მაკრი ევაკუირებულია. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზებისთვის 700 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

მეტეოროლოგების ცნობით, ქარიშხალი საათში 60-70 კილომეტრს მიაღწევს, რაც საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს.

საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამო გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ათობით ადამიანი.

მსგავსი თემები