„ახალგაზრდებს, პატარებს მინდა, ერთი რაღაც გითხრათ“ – გენო პეტრიაშვილის მიმართვა

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის მისალოცად და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები თეატრის სკვერში შეიკრიბნენ.

ოქროს მედალოსანმა გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის უახლეს გმირებსა და საქართველოს ეძღვნება.

„მინდა, თითოეულ ოლიმპიელს მივულოცო ეს წარმატებული გამოსვლა. თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს გამარჯვებები… ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი დახვედრისთვის და შეხვედრისთვის.

ახალგაზრდებს, პატარებს მინდა, ერთი რაღაც გითხრათ, არასდროს დანებდეთ! ჩემი გუნდელები, ძიუდოისტები, ჩემი თანამებრძოლები არიან და ყოველ ვარჯიშზე, ჩვენი უმთავრესი დევიზი და უმთავრესი მუღამი, ვარჯიშისა და გამარჯვების ფორმულა არის ის, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

დავმარცხდით? არ უნდა ავდგეთ და უნდა გავაგრძელოთ… ბოლოს, აუცილებლად იქნება გამარჯვება. ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია, პატარებო და ახალგაზრდებო!“, – თქვა პეტრიაშვილმა.

მსგავსი თემები