,,მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის” – მოლდოვის საგარეო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლდოვა არ აპირებს უკრაინისათვის განკუთვნილი თვითმფრინავების მიღებას. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ F16 ტიპის გამანადგურებლები მოლდოვაში განთავსდება.

„მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღოს.

მსგავსი თემები