,,ყაველაშვილის, სუბარისა და ხუნდაძის განზრახვაა, უფრო თამამი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება.

ქადაგიშვილის თქმით, დეპუტატების მიზანია, უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს.

„ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებენ. როგორც მესმის, ამ ადამიანების განზრახვაა, რომ უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად, მაგრამ მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ ამ მიზნის ტორბედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები